NDI საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს ხვალ გამოაქვეყნებს
NDI  საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს ხვალ გამოაქვეყნებს

A+ A-

19:35 18/09/2019

19 აექტემბერს,  ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველო მედიას 2019 წლის ივლისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პოლიტიკურ ნაწილს წარუდგენენ.

კვლევის პრეზენტაცია 10:00 საათზე, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართება.

NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

ორგანიზაციის ცნობით, კვლევის საველე სამუშაოები 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.