ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებს ოფიციალური რიტმი აქვს
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებს ოფიციალური რიტმი აქვს

A+ A-

10:44 19/09/2019

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა გაუშვა პროექტი „მიეცი რიტმი“. ამის შესახებ ინფორმაციას ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.

გულშემატკივრები მთელი მსოფლიოდან გაეცნობიან თამაშების ოფიციალურ მელოდიურ რიტმებს, რომელიც არა მხოლოდ გამოაცოცხლებს ტოკიო-2020-ის სპორტულ არენებს, არამედ ათლეტების უფრო მხურვალე მხარდაჭერასაც ხელს შეუწყობს.

ოლიმპიური თამაშების ოფიციალური რიტმი სპორტთან, იაპონიის კულტურასთან, ყოველდღიურ ცხოვრებასთან და ბუნებასთან ასოცირებული 1000 სხვადასხვა ბგერისგანაა შექმნილი. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალური პარტნიორის - Intel-ის მიერ შემუშავებულმა ხელოვნურმა ინტელექტმა შეარჩია ხუთი უნიკალური მელოდია, ხოლო მათ შორის საუკეთესო აარჩიეს ცუკუბას უნივერსიტეტის მკვლევრებმა.

მელოდია იოლად აღქმადია და შესასრულებელია გულშემატკივრებისთვის და შესანიშნავად უხდება ცეკვებს. საორგანიზაციო კომიტეტში იმედოვნებენ, რომ „ტოკიო-2020“-ის რიტმი ვიდეოს გადასაღებად და სოციალურ

ქსელებში ჰეშთეგი #2020beat-ის გაზიარებით მოტივაციას შესძენს სპორტის გულშემატკივარს. საუკეთესო ვიდეორგოლები ტოკიოს სპორტულ არენებზე იქნება ტრანსლირებული.