20-21 ივნისის ღამეს არანაირ გადამეტებას ადგილი არ ჰქონია - ფინანსთა მინისტრი
20-21 ივნისის ღამეს არანაირ გადამეტებას ადგილი არ ჰქონია - ფინანსთა მინისტრი

A+ A-

13:41 19/09/2019

NDI-ს გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობის აზრით, 20-21 ივნისის აქციის დაშლისას ხელისუფლებამ ძალას გადაამეტა. აღნიშნულთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. ეს განცხადება მან მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებთან გააკეთა.

“რაც შეეხება 20 ივნისს, რამდენიმე ინციდენტის გარდა, რომელიც კარგად ვიცით, რომ გვიან და დილისკენ განვითარდა დრამატული რამდენიმე შემთხვევის, რომელმაც გამოიწვია თვალის დაკარგვა, ძალის გადამეტება არც ერთ ეტაპზე არ იყო ხელისუფლების და პოლიციის მხრიდან.

მე პირადად ამას ვუყურებდი, ვესწრებოდი და იქ ვიყავი და გარდა რამდენიმე ინციდენტის, რომელიც ამ რეზინის ტყვიებს უკავშირდება, არანაირ გადამეტებას არ ჰქონია ადგილი. იყო აგრესია მათ მიმართ ბევრი საათის განმავლობაში. ხომ გაქვთ ქრონოლოგია - დაჯექით, უყურეთ რა, როდის, რომელ წამზე რა ხდებოდა და ნახავთ", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.