სოციალურ კვლევებში ცდომილება დამკვიდრებული პრაქტიკაა - ლევან დავითაშვილი
სოციალურ კვლევებში ცდომილება დამკვიდრებული პრაქტიკაა - ლევან დავითაშვილი

A+ A-

13:43 19/09/2019

"2020NEWS"-ის კითხვაზე, როგორ შეფასებს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი NDI-ის კვლებას, რომლის მიხედვით, მთავრობის საქმიანობას გამოკითხულთა 60% უარყოფითად აფასებს, დავითაშვილი პასუხობს, რომ სოციალურ გამოკითხვებში ცდომილებები დამკვიდრებული პრაქტიკაა.

მიუხედავად იმისა, რომ NDI არის ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია, ვფიქრობ ბოლო წლებში ცდომილებები არის დამკვიდრებული პრაქტიკა. აქ არის ორი საკითხი: ერთი - ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, იმისთვის რომ ჩვენი გაკეთებული საქმის სწორედ მიტანა მოვახერხოთ ჩვენ მოსახლეობამდე, რათა აღქმები იყოს ადეკვატური. ეს არ არის მარტივი გამოწვევა.

იცით რომ კონკურენტულ პოლიტიკურ გარემოში არსებობენ ძალები, რომელებიც იქნებიან დაინტერესებული საწინააღმდეგოში - ეს ერთი და მეორე - რაც შეეხება NDI-ს კვლევებს: NDI-ს კვლევებში ცდომილება ძალიან ბევრჯერ და ძალიან ხშირად დამტკიცდა. წინა წლებშიც, მათი შეფასებები არ გამართლდა რეალურ ცხოვრებაში.

მიუხედავად იმისა, რომ NDI არის ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია, ბოლო წლებში ცდომილებები არის დამკვიდრებული პრაქტიკა. აქედან გამომდინარე, ამ სუბიექტურ ფაქტორზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 60% მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს