საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ფიფას რეიტინგში დაწინაურდა
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ფიფას რეიტინგში დაწინაურდა

A+ A-

13:45 19/09/2019

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ეროვნული ნაკრებების ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც წინსვლა აქვს საქართველოს ნაკრებს.

ვლადიმირ ვაისის გუნდმა გასულ თვეში ორი მატჩი ჩაატარა, ორივე ფრედ დაასრულა (2:2 სამხრეთ კორეასთან და 0:0 დანიასთან) და 3 საფეხურით მაღლა აიწია.

ჩვენი გუნდი 1264 ქულით 91-ე პოზიციაზეა. რაც შეეხება ტოპ-ათეულს, აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება იყო ადგილების გაცვლა საფრანგეთსა და ბრაზილიას შორის:

1(1). ბელგია – 1752, 2(3). საფრანგეთი – 1725, 3(2). ბრაზილია – 1719, 4(4). ინგლისი – 1662, 5(6). პორტუგალია – 1643, 6(5). ურუგვაი – 1639, 7(9). ესპანეთი – 1631, 8(7). ხორვატია – 1625, 9(8). კოლუმბია – 1622, 10(10). არგენტინა – 1614.