ჩვენ ტელეკომპანიებთან სახელმწიფოს მიმართ დაგროვილი ვალების გრაფიკით გადახდაზე ვსაუბრობთ - ივანე მაჭავარიანი
ჩვენ ტელეკომპანიებთან სახელმწიფოს მიმართ დაგროვილი ვალების გრაფიკით გადახდაზე ვსაუბრობთ - ივანე მაჭავარიანი

A+ A-

14:08 19/09/2019

ჩვენ ტელეკომპანიებთან სახელმწიფოს მიმართ დაგროვილი ვალების გრაფიკით გადახდაზე ვსაუბრობთ, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანიების ვალებთან დაკავშირებით.

“გუშინ და გუშინწინაც გაიმართა შეხვედრა მათ მენეჯმენტთან. მიმდინარეობს მოლაპარაკების პროცესი. ჩვენი პირველი პრიორიტეტი არის, რომ ამ სფეროში მოვაწესრიგოთ გადახდა და საგადამხდელო კულტურა დამკვირდრდეს ერთხელ და სამუდამოდ მედია-სივრცეში. დამერწმუნეთ, ვალების გადაუხდელობის პრაქტიკას სიმახიჯემდე მივყევართ. მერე აღარც მედიაა მედია და არც ბიუჯეტია ბიუჯეტი. ამიტომ, ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ ყველამ გადაიხადოს გადასახადი“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისივე თქმით, ვალების გასტუმრებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

"ჩვენ ვსაუბრობთ ვალების გადახდის გრაფიკზე. ეს გრაფიკი ალბათ გრძელვადიანი იქნება. იმ იდეით, რომ მედია არ დაიხუროს, მიმდინარე გადასახადის დაგროვება ხდებოდა და ეგ აღარ უნდა მოხდეს. ჩვენ ყველას ფინანსური მდგომარეობა ვნახეთ, ანალიზი გაკეთებული გვაქვს და ეს არ შეესაბამება სინამდვილეს, რომ მიმდინარე ვალი თუ ვერ გადაიხადა, დაიხურება. არ არის ასეთი მდგომარეობა. რატომ აგროვებდნენ? - ბოროტად იყენებდნენ უბრალოდ, როგორც ყოველთვის. ტრადიციულად ასე იყო, ეს არ არის ახალი მოვლენა.

მედიასაშუალებების ნაწილი ტრადიციულად იგროვებდა ვალს. აი დაგროვილის ერთბაშად გადახდა, რა თქმა უნდა, დახურვას გამოიწვევს, ამიტომ აქაც რაღაცნაირად, შეჯერებული და დაბალანსებული პოლიტიკა უნდა გავატაროთ. თუმცა მიმდინარეზე გაცილებით მტკიცე“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.