კახა კალაძე NDI-ის კვლევებს არ ენდობა
კახა კალაძე NDI-ის კვლევებს არ ენდობა

A+ A-

14:21 19/09/2019

კახა კალაძე NDI-ის კვლევებ არ ენდობა. დედაქალაქის მერმა ამის შესახებ ჟურნალისტებს NDI-ის კვლევებზე საუბრისას განუცხადა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, კვლევებთან დაკავშირებით მათი პოზიცია ცნობილია და თავად მასაც საკითხის თაობაზე მოსაზრება არაერთხელ დაუფიქსირებია.

"შეიძლება დაისვას კითხვა, რატომ ვართ ასე განწყობილი იმ კვლევებთან დაკავშირებით, რომელსაც ეს კონკრეტული ორგანიზაცია საქართველოში უკვეთავს იმ მკვლევარებს, ვინც ამ მიმართულებით საქმიანობს. 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენ შეგიძლია ამოვიღოთ მათ მიერ ჩატარებული ნებისმიერი კვლევა, შედეგები ვნახოთ და თუ როგორ ვითარდებოდა შემდეგ მოვლენები. შესაბამისად, მაქვს საფუძველი იმისა, რომ არ ვენდო კვლევებს განსაკუთრებით პოლიტიკურ ნაწილში", - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, მან კომენტარი გააკეთა კვლევის იმ ნაწილზე, რომლის თანახმად, პრემიერის, პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარისა და თბილისის მერის რეიტინგში თავად ლიდერობს.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მისთვის ყველაზე კარგი საზომი მოსახლეობასთან შეხვედრებისას საზოგადოების განწყობა და დამოკიდებულებაა დედაქალაქის მერიის მიმართ.

"ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის საზოგადოებასთან კომუნიკაცია, ურთიერთობა, რაც მე მაქვს ყოველდღიურ რეჟიმში", - განაცხადა თბილისის მერმა.