"პარლამენტის დაბალი შეფასება გამოწვეულია იმით, რომ მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება დაბალ დონეზეა"
"პარლამენტის დაბალი შეფასება გამოწვეულია იმით, რომ მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება დაბალ დონეზეა"

A+ A-

15:08 19/09/2019

„პარლამენტის რეიტინგს ვეთანხმები და არ მჭირდება NDI”, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ NDI-ის კვლევის შედეგებთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც პარლამენტს დაბალი რეიტინგი აქვს.

მისი თქმით, პარლამენტის საქმიანობის ცნობადობა საზოგადოებაში ძალიან დაბალია.

„მეც ვხვდები ხალხს და ეს ვიცი NDI-ის გარეშე. კანონების საკითხზე თუ შეეკითხები ხალხს, თუნდაც ისეთ მიწის კანონზე, რაზეც ასეთი აჟიოტაჟი იყო, ვერავინ დაგისახელებს. ახსოვთ ძირითადად დეპუტატების შეხლა-შემოხლა, რაც მთლიანობაში პარლამენტისთვის დადებითად დამახასიათებელი არ არის.

რეალურად, მე ვფიქრობ, პარლამენტის დაბალი შეფასება გამოწვეულია იმით, რომ მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება დაბალ დონეზეა. პირველ რიგში, ეს ჩვენ მოგვეთხოვება, თუმცა მოეთხოვება, ასევე მედიასაც,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.