არ ვეთანხმები მკვლელების შეწყალების ნაწილში ქალბატონ სალომეს - სოფიო კილაძე
არ ვეთანხმები მკვლელების შეწყალების ნაწილში ქალბატონ სალომეს - სოფიო კილაძე

A+ A-

15:41 19/09/2019

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს სოფო კილაძეს უკვირს იმ ადამიანების, რომლებიც მსჯავრდებულების შეწყალების საკითხში ყოფილ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს მხარს უჭერდნენ, დღეს კი, სალომე ზურაბიშვილს ლანძღავენ.

„მე ცალსახად ვერ დავეთანხმები მკვლელების შეწყალების ნაწილში ქალბატონ სალომეს ისევე, როგორც თავის დროზე არ ვეთანხმებოდი ბატონ გიორგი მარგველაშვილს და მის წინამორბედებს. ასეთ მძიმე დანაშაულებთან დაკავშირებით უფრო მეტი სიფრთხილე გვმართებს, საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა მე ძალიან მიკვირს იმ ადამიანების, რომლებიც მარგველაშვილს მხარს უჭერდნენ ასეთ მძიმე გადაწყვეტილებებში და დღეს ქალბატონ სალომეს ლანძღავენ.

ცოტა ორმაგ სტანდარტებს ვხედავ, თუმცა მინდა ცალსახად ვთქვა, რომ ვერანაირად ვერ მოვიწონებ ვერცერთი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მკვლელების შეწყალებასთან დაკავშირებით. ვფიქრობთ ფორმატზე, რომელიც შეწყალების კუთხით კანონმდებლობას დახვეწავს, რომ ნამდვილად ვერცერთმა პრეზიდენტმა ვერ შეძლოს ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც საზოგადოებას აღაშფოთებს. ქალბატონი სალომეს ამისი მზაობა აქვს,“ - განაცხადა სოფო კილაძემ.