“პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, კორუფციის არსებობის შემთხვევაში, გამოძიება უნდა დაიწყოს“
“პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, კორუფციის არსებობის შემთხვევაში, გამოძიება უნდა დაიწყოს“

A+ A-

15:44 19/09/2019

“ქართული ოცნების“ დეპუტატი ალექსანდრე ქანთარია ”2020NEWS-თან პრეზიდენტის სკანდალური შეწყალებების ფაქტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, კორუფციის არსებობის შემთხვევაში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამოძიება უნდა დაიწყოს. “ეს იყო ძალიან მძიმე, მტკინვეული შეცდომა, რომელიც დაუშვა პრეზიდენტმა.

დარწმუნებული ვარ, რომ მან ამ საკითხს ნაკლები ყურადღება დაუთმო. ზედაპირულად ჩათვალა, რომ ამ საკითხს დიდი ჩაძიება არ სჭირდება. თუ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კორუფციის ნიშნებია, გამოძიება უნდა დაიწყოს. “ნაციონალური მოძრაბის“ სურვილებით გამოძიება ვერ დაიწყება.

გარკვეული წილი პასუხისმგებლობა პრეზიდენტის მიერ დაშვებულ მტკინვეულ შეცდომაზე “ქართულ ოცნებასთანაც“ მოდის, რადგან სალომე ზურაბიშვილი მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატია“,- განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აგვისტოში, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით სამი მკვლელობისთვის მსჯავრდებული და ერთი ძებილი პირი შეიწყალა.