საბურთალოზე მიტოვებული ჩვილი იპოვეს
საბურთალოზე მიტოვებული ჩვილი იპოვეს

A+ A-

15:58 19/09/2019

თბილისში მიტოვებული ჩვილი იპოვეს. როგორც  შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენს, შემთხვევა დღეს, საბურთალოს რაიონის ტერიტორიაზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ახალშობილი ბიჭი კალათაში იყო მოთავსებული. გავრცელებული ინფორმაციით, საბავაშვო საფენებთან ერთად კალათაში დედის წერილიც იდო, რომელშიც ქალი შვილის დატოვების გადაწყვეტილებას იმ მიზეზით ხსნის, რომ ბავშვის გაზრდის საშუალება არ აქვს, რადგან ოჯახმა და ნათესავებმა ზურგი აქციეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც ითვალისწინებს სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას.

არსებული ინფორმაციით, ჩვილი კლინიკაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.