ივანიშვილი არ აპირებს პოზიტიური დღის წესრიგით არჩევნებზე წასვლას - ხუხაშვილი
ივანიშვილი არ აპირებს პოზიტიური დღის წესრიგით არჩევნებზე წასვლას - ხუხაშვილი

A+ A-

16:09 19/09/2019

ივანიშვილს სჭირდება დღეს ანტიგმირი გახარია, რომელიც კიდევ უფრო მეტად გაატარებს ფრონტის ხაზსს, უფრო მეტად გახლეჩს საზოგადოებას, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა NDI კვლევების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით ბიძინა ივანიშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პოზიტიური დღის წესრიგი არ აქვს ამიტომაც სჭირდებოა ანტიგმირი გახარია.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევას აფასებს.
გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს დისკრედიტორებული პრემიერი სჭირდება, რომელიც არჩევნებზე ყველაფერზე წავა:

"ავტორიტეტი ყოველთვის საშიშია, აქიდან გამომდინარე, კომპრომიტირებული ადამიანის მართვა ბევრად უფრო უსაფრთხოა. სხვას ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, წმინდა პოლიტექნოლოგიურად, ვფიქრობ, რომ გახარია ივანიშვილმა შეარჩია იმიტომ, რომ დღეს მას არ სჭირდება გმირი, რომელიც მოახდენს საზოგადოების კონსოლიდაციას, გამომდინარე იქიდან რომ ის არ აპირებს პოზიტიური დღის წესრიგით არჩევნებზე წასვლას, მას სჭირდება დღეს ანტიგმირი, რომელიც კიდევ უფრო მეტად გაატარებს ფრონტის ხაზსს, უფრო მეტად გახლეჩს საზოგადოებას, შუას გაკრეფის პრინციპით. არ დაუშვებს ალტერნატიულ ცენტრებს. დაპირისპირებაზე, შუღლზე ააგებს ყველაფერს და ასეთი ანტიგმირი - გახარის მისთვის საუკეთესო კანდიდატი იყო"- განაცხადა ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, NDI- ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 60% მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს და გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა - არც ერთ პარტიას არ უჭერს მხარს. “ქართულ ოცნებას“ გამოკითხული მოსახლეობის 19% უჭერს მხარს, ენმ-ს 9%, 4%-4% ევროპულ საქართველოს და "პატრიოტთა ალიანს" აქვს.