ძალადობის მსხვერპლი ქალების მიმართ ეკონომიკური მხარდაჭერის მექანიზმები არ არსებობს - ლომჯარია
ძალადობის მსხვერპლი ქალების მიმართ ეკონომიკური მხარდაჭერის მექანიზმები არ არსებობს - ლომჯარია

A+ A-

16:13 19/09/2019

 

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას შეფასებით, ძალადობის მსხვერპლი ქალების მიმართ ეკონომიკური წახალისების და მხარდაჭერის მექანიზმები არ არსებობს, რაც პრობლემას წარმოადგენს - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტში  ყოველწლიური ანგარიშით წარსდგენისას განაცხადა.
 
“განმცხადებელს ხშირად უწევს ისევ მოძალადის ოჯახში დაბრუნდეს ან როდესაც მოძალადე ციხეს ტოვებს, მასთან იცხოვროს იმის გამო, რომ მას არ აქვს სამუშაო, ეკონომიკურად სრულად არის დამოკიდებული მოძალადეზე და განმეორებით ხდება კიდევ უფრო მძიმე ძალადობის მსხვერპლი.
 
ამიტომ ჩვენი რეკომენდაცია არის ის, რომ 3 თვიანი თავშესაფარი მნიშვნელოვანია, თუმცა არ არის საკმარისი. 3 თვის გასვლის შემდეგ, ქალები ცხოვრობენ ძალიან დიდი შიშში,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
 
ცნობისთვის, სახალხო დამცველი ახლა  პარლამენტში  დეპუტატების კითხვებს პასუხობს.