4 ქართველი დიზაინერი, რომელსაც ვარსკვლავები ირჩევენ
4 ქართველი დიზაინერი, რომელსაც ვარსკვლავები ირჩევენ

A+ A-

15:06 22/09/2019

ქართველი დიზაინერები ჩვენს გაოცებას არ წყვეტენ, ყოველდღიურად ახალი სიახლის მომსწრენი ვხვდებით. ცნობილ ვარსკვლავებს ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლების სამოსი პრიალა ჟურნალების ყდებზე, წითელ ხალიჩებზე ან სულაც თეთრ სახლში, ოფიციალურ ვიზიტზე ამშვენებთ. შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო მოდის რუკაზე უკვე დიდი ასოებით მოინიშნა საქართველო.  წარმოგიდგენთ 4 ქართველ დიზაინერს, რომელსაც ცნობილი ადამიანები ყველაზე ხშირად ირჩევენ.

დემნა გვასალია

ზოგი მსოფლიოს დატროლვაში სდებს ბრალს, ზოგიც ამბობს, რომ ქვეყნის წარსულის კომერციალიზაციას ახდენს, არც პლაგიატორობის იარლიყის მიკვრას იშურებენ, მაგრამ ფაქტი ერთია – მოდის სამყაროს ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელი სწორედ, რომ დემნა გვასალიაა, დიზაინერი, რომლის სახელიც სიტყვა სკანდალის სინონიმად იქცა.

„მე საქართველოში გავიზარდე. შესაბამისად, ცხადია, ყველა კოლექციაში ცოტათი საქართველოცაა“.

დემნა გვასალია

დემნა საქართველოში, სოხუმში დაიბადა. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ანტვერპენის სამეფო აკადემიაში ხელოვნების ფაკულტეტზე. ხელმძღვანელობდა Maison Martin Margiela-სა და Louis Vuitton-ის მოდის სახლებს. ამჟამად კი Balenciaga-ს შემოქმედებითი დირექტორი და VETEMENTS-ის მთავარი დიზაინერია.

დავით კომახიძე

DAVID KOMA ერთ-ერთია იმ ქართველ დიზაინერებს შორის, რომელმაც საქართველოს სახელი საზღვარგარეთ გაიტანა და საერთაშორისო მოდის სფეროში წარმატებას მიაღწია.

მანამ, სანამ DAVID KOMA იქნებოდა, დავით კომახიძე 2013-2017 წლებში მოდის სახლ Mugler-ის კრეატიული დირექტორის პოზიციას იკავებდა. ლონდონში მოღვაწე დიზაინერი ელეგანტურ, დახვეწილ და სექსუალურ სილუეტებს ქმნის. ცნობილ ადამიანებს, როგორებიც არიან ჯენიფერ ლოპესი, სინდი კროუფორდი, პენელოპე კრუსი, გალ გადოტი, მიშელ ობამა, სკარლეტ იოჰანსონი და სხვები, DAVID KOMA სულ ცოტა ორჯერ მაინც ცმიათ.

გიორგი ქებურია

გასულ წელს, მსოფლიო “ქებურიებმა” დაიპყრეს. რიანა, ჯიჯი და ბელა ჰადიდები, ლედი გაგა, ლინდსი ლოჰანი – მსოფლიოში ყველაზე გავლენიანმა მოდის ინფლუენსერებმა, ერთი მეორის მიყოლებით მოირგეს გიორგი ქებურიას სამოსი თუ აქსესუარები.

გიორგი ქებურია თბილისში დაიბადა, ბიზნესისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის დამთავრებისთანავე მიხვდა, რომ ეს არ იყო ის, რისი კეთებაც დარჩენილი ცხოვრება სურდა და პროფესიული მიმართულება რადიკალურად შეიცვალა. 7-8 წლის წინ, მოდის სფეროშიც სცადა ბედი და ეჭვგარეშეა, რომ ახლა ზუსტად იქაა, სადაც უნდა იყოს. 

თამუნა ინგოროყვა

კიდევ ერთი ქართველი დიზაინერი, რომელიც მსოფლიო ვარსკვლავების სტანდარტებს აკმაყოფილებს თამუნა ინგოროყვაა. მისი სამოსი საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს საზღვრებს გარეთ.

„შეიძლება შეიქმნას უბრალო მაისური მომხმარებლისთვის, მაგრამ მის უკან იყოს კონცეფცია, იდეა და ისტორია“.

თამუნა ინგოროყვა

თამუნა სამხატვრო აკადემიაში ტანსაცმლის დიზაინზე სწავლობდა, რის შემდეგაც პარიზში გაემგზავრა და სწორედ აქ მიხვდა, რომ ამ პროფესიის გარეშე ცხოვრება არ შეეძლო. Nina Ricci-ს ბრენდთან თანამშრომლობის დროს საკმაოდ დიდი ცოდნა და გამოცდილება დააგროვა, რაც უკვე შემდგომში ჩამოყალიბებასა და საკუთარი მიმართულების პოვნაში დაეხმარა.

წყარო : Regarder