ბექა ლომთაძემ რუსი მოჭიდავე დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა
ბექა ლომთაძემ რუსი მოჭიდავე დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა

A+ A-

17:36 22/09/2019

ყაზახეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი მოჭიდავე ბექა ლომთაძე (61 კგ.) ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ფინალურ დაპირისპირებაში მან რუსი იდრისოვი დამაჯერებლად, ანგარიშით 6:1 დაამარცხა.

დღეს კიდევ ერთი ქართველი ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ.) ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.