იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დღეს მოსამართლეობის კანდიდატებს მოუსმენენ
იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დღეს მოსამართლეობის კანდიდატებს მოუსმენენ

A+ A-

09:52 23/09/2019

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება იწყება. კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის ინფორმაციით, გასაუბრება გვარის ანბანური თანმიმდევრობით გაიმართება.

მისი თქმით, შესაძლებელია, რომ დღეში ორი კანდიდატის მოსმენაც მოესწროს, რაც შეეხება კონკრეტულ ვადას, თუ როდის დასრულდება მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება, ეს განსაზღვრული არ არის. ოხანაშვილის ინფორმაციით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს პალამენტის წევრების გარდა, კითხვებს დაუსვამენ, ასევე, კოალიციის "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" წევრი, სახალხო დამცველი, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელი და სამეცნიერო სფეროს ორი წარმომადგენელი.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა 23 სექტემბერს, 09:00 საათზეა ჩანიშნული.  

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების პარლამენტში განხილვა მოსამართლეების თამარ ალანიასა და მერაბ გაბინაშვილის მოსმენით დაიწყება.