ფეიქრების ქუჩაზე ერთმანეთს 4 ავტომანქანა შეეჯახა
ფეიქრების ქუჩაზე ერთმანეთს 4 ავტომანქანა შეეჯახა

A+ A-

10:18 23/09/2019

თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს 4 მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

ავარიის შედეგად სამი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

გამოძიება მომხდართან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის ან წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.