სალომე ზურაბიშვილის ამერიკაში ვიზიტი ხვალ დაიწყება
სალომე ზურაბიშვილის ამერიკაში ვიზიტი ხვალ დაიწყება

A+ A-

10:24 23/09/2019

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ღონისძიებებში დღეიდან ჩაერთვება. სალომე ზურაბიშვილი უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. გაერო-ს ტრიბუნიდან ის მსოფლიოს წინაშე ოთხშაბათს, 25 სექტემბერს წარდგება.

გენერალური დებატების დროს საქართველოს პრეზიდენტი მსოფლიოს 200-მდე ქვეყნის ლიდერს მიმართავს.

გენერალური დებატებისას სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა თბილისის დროით სავარაუდოდ საღამოს 20:00-დან 21:00 საათამდეა დაგეგმილი. მანამდე კი საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრას გამართავს უცხოელ კოლეგებთან. სიტყვით გამოვა სესიის მთავარ სამიტებსა თუ მაღალი დონის შეხვედრებზე. მათ შორის პირველი იქნება დღეს დაგეგმილი უნივერსალური ჯანდაცვის შეხვედრა, რომელიც მიმართულია მსოფლიოში საყოველთაო ჯანდაცვის უზრუნველყოფაზე. საქართველოს პრეზიდენტი გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიაში მონაწილეების პატივსაცემად დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის სახელით გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრება.