იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით კამათობენ
იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით კამათობენ

A+ A-

10:49 23/09/2019

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უნდა მოუსმინონ, პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით კამათობენ.

დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ მოითხოვა, რომ მოსამართლეობის კანდიდატთან კითხვების დასმისთვის მეტი დრო ჰქონდეთ.

“გააცნობიერეთ, რომ ეს ისეთი თემა არ არის, რომელიც გადაივლის. გამოყავით მეტი დრო კითხვებისთვის, მე ყველა კანდიდატთან მაქვს კითხვები და თქვენი 1 წუთი არ მეყოფა. გადახედეთ უგუნურ პროვედურებს, რათა შესაძლებელი იყოს, ყველა კანდიდატს კითხვები დავუსვათ გონივრულ ვადაში. 1 დღე გამოყავით თამარ ალანიასთვის, 1 დღე სხვა კანდიდატისთვის. 20 დღე ვიმუშაოთ, რომ ამ ქვეყანას ჰყავდეს ნორმალური მოსამართლეები უვადოდ“,- განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელიას კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა უპასუხა და აღნიშნა, რომ ყველა დაინტერესებულ პირს კითხვის დასმის შესაძლებლობა ექნება.

ამასთან შეთანხმდნენ, რომ თითო დღე თითო მოსამართლეობის კანდიდატს დაუთმობენ. ამასთან, ანრი ოხანაშვილმა განსაზღვრა, რომ შესვენება 13:00 საათიდან 14:00 საათამდე გამოცხადდება, თუმცა ოპოზიციონერმა დეპუტატმა გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რომ 14:00 საათზე რაგბი იწყება და შესვენების დროც თამაშის დროისთვის დაემთხვიათ.