რუსეთი აფხაზეთის არმიის მოდერნიზაციას დააფინანსებს
რუსეთი აფხაზეთის არმიის მოდერნიზაციას დააფინანსებს

A+ A-

13:28 23/09/2019

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც დაეთანხმა მთავრობის წინადადებას,

„აფხაზეთის რესპუბლიკასთან“ გაფორმდეს მისი შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის ხარჯების დაფინანსების შეთანხმება.

გავრცელებული ინფორმაციით, ურთიერთშეთანხმების ხელმოწერამდე მოსკოვი და სოხუმი ამ საკითხზე დეტალურ მოლაპარაკებებს გამართავენ.

ცნობისთვის, პუტინის მიერ 22 სექტემბერს ხელმოწერილი განკარგულება 23 სექტემბერს გამოქვეყნდა, შესაბამისი მოლაპარაკებების წარმოება დაევალა თავდაცვის და საგარეო საქმეთა სამინისტროებს. შეგახსენებთ, რუსეთმა 2008 წლის 26 აგვისტოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარა.