სასამართლო სისტემაში პოლიტიკური გავლენების წარმატებული რეალიზაცია მიმდინარეობს - ლევან ბოძაშვილი
სასამართლო სისტემაში პოლიტიკური გავლენების წარმატებული რეალიზაცია მიმდინარეობს - ლევან ბოძაშვილი

A+ A-

13:34 23/09/2019

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ წევრის, ლევან ბოძაშვილის განცხადებით, სასამართლო სისტემა პოლიტიკური გავლენების სფეროდ არის ქცეული, აღნიშნული განცხადება მან პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„მართლმსაჯულების სისტემა, მისი დამოუკიდებლობა, მისი ფუნდამენტური რეფორმირება არის ეროვნული მნიშვნელობის საკითხი. აქედან ორი მნიშვნელოვანი თემა გამომდინარეობს, რომელშიც წარმატებას ვერ მივაღწევთ დამოუკიდებელი და პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი სასამართლოს გარეშე. თუ სასამართლო დამოუკიდებელი არ იქნება, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივა არის პრაქტიკული ილუზია და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება ასევე არის ილუზია, რომლითაც ჩვენ გავაგრძელებთ კვებას, იმ კვებას, რომლითაც პოლიტიკური აქტორები ახდენენ საქართველოს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას. ის ფარსი, რომელზეც აქ იყო საუბარი, იქიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო სისტემაში მიმდინარეობს ფაქტობრივი პოლიტიკური გავლენების წარმატებული რეალიზაცია. სწორედ ამ გავლენების აღმოფხვრისათვის არის ეს მიმართვა პარლამენტისადმი, რომ მან არ დაუჭიროს მხარი ამ არალეგიტიმური პროცესის შედეგად შერჩეულ კანდიდატებს“ , - განაცხადა ლევან ბოძაშვილმა.