უნდა შეიქმნას დოკუმენტი, რომელშიც ადამიანები სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემიდან გამოსავალზე შეთანხმდებიან - კახა კოჟორიძე
უნდა შეიქმნას დოკუმენტი, რომელშიც ადამიანები სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემიდან გამოსავალზე შეთანხმდებიან - კახა კოჟორიძე

A+ A-

13:38 23/09/2019

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ წარმომადგენლის, კახა კოჟორიძის განცხადებით, „ლელო“ გამოდის ინიციატივით, შეიქმნას წერილობითი დოკუმენტი, რომელშიც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემიდან გამოსავალზე შეთანხმდებიან.

„ლელო“ ინიციატივით გამოდის, მოხდეს იმ კონსენსუსის აკუმულირება, რაც უკვე არსებობს საზოგადოებაში. მოხდეს გაერთიანება მიუხედავად ყველანაირი, პარტიული თუ ნებისმიერი სხვა განსხვავებისა, რაც შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა ჯგუფებსა და პარტიებს. ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ სასამართლო სისტემა ზესახელმწიფოებრივი საკითხია. ყველანაირი პარტიული კუთვნილება უნდა გადავდოთ და ამ ზესახელმწიფოებრივი საკითხის გარშემო შევძლოთ და მოვახერხოთ გაერთიანება. ამის გარეშე ჩვენ მუდმივად ვიტრიალებთ მანკიერ წრეზე. თავიდანვე უნდა გითხრათ, რომ ამ ინიციატივასთან დაკავშირებით არანაირ საავტორო უფლებეზე არ ვსაუბრობთ. ინიციატივა არის - წინასწარ შეიქმნას წერილობითი დოკუმენტი, სადაც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები, პოლიტიკური პარტიები, ცალკეული ადამიანები, იურისტები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შევთანხმდებით ამ მძიმე, მანკიერი სიტუაციიდან გამოსავალზე. ჩვენ ვიცით, რომ ასეთი გამოსავალი საქმეში ვერ გადაითარგმენება პოლიტიკური ცვლილებების გარეშე. ამიტომაც, აუცილებლად მიგვაჩნია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე წინასწარ აიღონ წერილობითი ვალდებულება, ამ გამოსავლის დოკუმენტში რა გზებიც იქნება დაფიქსირებული, თითოეული ამ პარტიის წევრი ხმას მისცემს და მხარს დაუჭერს, მიუხედავად იმისა, თუ რამდენ კაცს გაიყვანს პარლამენტში. სასამართლო სისტემის გარეშე ჩვენ უნდა გავიზაროთ, რომ ყოველგვარი ამ ქვეყნის წინსვლა, სამართლიანობის აღდგენა ყოველთვის კრახით დამთავრდება“, - განაცხადა კახა კოჟორიძემ.