“დაიცავი საქართველო“ იშლება - დავით მაღრაძე მოძრაობას ტოვებს?!
“დაიცავი საქართველო“ იშლება - დავით მაღრაძე მოძრაობას ტოვებს?!

A+ A-

13:08 25/09/2019

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საზოგადოებრვი მოძრაობა “დაიცავი საქართველო“ იშლება. გაერთიანებას მოძრაობის წევრები ტოვებენ, მიზეზი, სავარაუდოდ, მოძრაობის ერთ-ერთ დამფუძნებელ დავით მაღრაძესთან დაპირისპირებაა, რომელიც თანაგუნდელთა ნაწილს აღარ ეკონტაქტება.  

მოძრაობაში შესაძლო დაპირისპირებასთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ”2020NEWS“  “დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს ვატო შაქარიშვილს ესაუბრა. 

-ბატონო ვატო, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “დაიცავი საქარველო“ პოლიტიკურ პარტიად  გარდაიქმნება, რომლიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება?

-ეს არის მცდარი ინფორმაცია. ასეთი გადაწყვეტილება “დაიცავი საქართველოს“ არ მიუღია. კლასიკური გაგებით, “დაიცავი საქართველო“ არ არის ორგანიზაცია. ეს არის ღია გაერთიანება, რომელმაც ძალიან ბევრი ადამიანი გააერთიანა. დღეს საკითხი  ნამდვილად არ დგას ისე, რომ ჩვენი გაერთიანება პარტიად გარდაიქმნას.

-2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის “დაიცავი საქართველო“ აქტიურობას რა მიმართულებით გეგმავს?  

-“დაიცავი საქართველოში“ გაერთიანებულია უამრავი ადამიანი, მათ შორის, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და საზოგადოების წარმომადგენელი, რომელთაგან ზოგი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში  მონაწილეობს ინდივიდუალურად მიიღებს.

-ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოძრაობა წევრთა ნაწილმა, მათ შორის, კახაბერ მიქაიამ დატოვა, რომელიც სავარაუდოდ, დაიცავის საქართველოს“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, დავით მაღარაძეს დაუპირისპისრდა. ადასტურებთ ამ ინფორმაციას?

-დაპირისპირების შესახებ ინფორმაციას არ ვადასტურებ. კახა მიქაია არის ღირსებული კაცი, რომელიც იცავდა და იცავს საქართველოს. როცა განვაახლეთ საქართველო და ფილარმონიაში შევიკრიბეთ, მაშინ ბატონმა კახამ თქვა, რომ მისი სურვილი იყო მოძრაობა ახალი სახეებითა და ახალი იდეებით შევსებულიყო. იგი “დაიცავი საქართველოს“ იდეას ვერასდროს დატოვებს.

-კახაბერ მიქაია მოძრაობაში რჩება?

-დიახ. უბრალოდ ბატონმა კახამ გააკეთა განცხადება, რომ “დაიცავი საქართველოს“ აქტივობაში აღარ მიიღებს მონაწილეობას. ის ახალგაზრდებს მოუწოდებს ამ მოძრაობაში გააქტიურდნენ.

-დღემდე მოძრაობა არც ერთ წევრს დაუტოვებია?

-არა. მოძრაობის წევრებს ბლანკები არ გვაქვს შევსებული. გაერთიანება ყოველგვარი გასაუბრების გარეშე უამრავ ადამიანს აერთიანებს.

-“დაიცავი საქართველოს“ წევრთა ნაწილის თქმით, დავით მაღრაძე მათ აღარ ეკონტაქტებათ. მოძრაობის დამფუძნებელი საზოგადოებრივ გაერთიანებას ტოვებს?

-დავით მაღრაძე მოძრაობაში რჩება. “დაიცავი საქართველო“ მაღრაძის დაფუძნებულია ჯერ კიდევ სააკაშვილის რეჟიმის დროს. ჩვენი მოძრაობის იდეა იქამდე იცოცხლეს, სანამ ქვეყანას დასჭირდება. რაც შეეხება მაღრაძის მიერ მოძრაობის წევრებთან ურთიერთობას, პირადად ის დღეს ვნახე. ბატონ მაღრაძეს როგორ შეიძლება მოძრაობის წერვებთან კოტაქტი არ ჰქონდეს?!

-აღნიშულს თავად მოძრობის წევრები აცახდებენ.

-მე ბატონ დავითთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ჩვენ  ვსაუბროთ ყველაფერზე, მათ შორის, “დაიცავი საქართველოზე“, პოლიტიკაზე, საზოგადოებაზე და ა.შ.  სხვის მაგივრად პასუხს ვერ გაგცემთ. 

- ბოლოს, “თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ. აღნიშნული პირების პოლიტიკაში შემოსვლას როგორ აფასებთ?

- ამ ძალის დიდ პერსპექტივას პოლიტიკაში ვერ ვხედავ. ამ დრომდე მამუკა ხაზარაძეს ძალიან ბევრი მიზეზი ჰქონდა ხმის ამოსაღებად და ქუჩაში გამოსასვლეად. მან რატომღაც 2019 წელს დაიწყო პრობლემებზე სუბარი. დღეს ხაზარაძე იმ ადამიანებთან ერთად დადგა, რომელებიც წლების განმავლობაში ადამიანებს ღირსებას ულახავდნენ.

-მათთან თანამშრომლობას გამორიცხავთ?

-არანაირი სურვილი არ მაქვს.                      

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე