მოსამართლეობის ყველა მათგანი ჩემს ხმას ვერ მიიღებს - თამარ ჩუგოშვილი
მოსამართლეობის ყველა მათგანი ჩემს ხმას ვერ მიიღებს - თამარ ჩუგოშვილი

A+ A-

12:16 27/09/2019

ის, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის 20 კანდიდატი გადის გასაუბრებას არ ნიშნავს, რომ ყველა მათგანი ჩემს ხმას მიიღებს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი წერს.

“ჩემი პოზიცია რჩება უცვლელი, მოსამართლის უვადოდ დანიშვნა უდიდესი პასუხისმგებლობაა ქვეყნის, საზოგადოების და ჩემი ცხრა წლის შვილის წინაშე. ის, რომ 20 კანდიდატი გადის გასაუბრებას (პირველად ხდება ქვეყანაში მოსამართლეების ასეთი ღია პროცესით შერჩევა და მე ეს ძალიან მნიშვნელოვანი მგონია), არ ნიშნავს, რომ ყველა მათგანი ჩემს ხმას მიიღებს. კონკრეტულ კანდიდატთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას თავად მივიღებ ღია განხილვისას მათ შესახებ შექმნილი შთაბეჭდილების მიხედვით. ამ თემაზე და განსაკუთრებით ძველი შეხვედრების გარჩევაზე მეტ ლაპარაკს არ ვაპირებ. ჩემი პოზიცია ნათლად ვთქვი და ამით დავასრულე. სანამ პოლიტიკოსების უდიდესი ნაწილი ერთმანეთის ლანღვა-გინებითაა დაკავებული ვინმემ საქმეც უნდა აკეთოს და მე საქმის კეთებაში მირჩევნია დროის დახარჯვა“, – წერს ჩუგოშვილი.

შეგახსენებთ, პარლამენტსი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების 20 კაციანი სიის მოსმენა 23 სექტემბერს დაიწყო.