ნიკა რურუას ქალიშვილმა "მთავარი არხის" წილი იყიდა
ნიკა რურუას ქალიშვილმა "მთავარი არხის" წილი იყიდა

A+ A-

13:45 27/09/2019

"ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრის, ნიკა რურუას ქალიშვილმა, მარი ანა რურუამ “მთავარი არხის“ 2,5%-ანი წილი იყიდა და ბიძის მსგავსად, „მთავარს“ ისიც 250 ათასი დოლარით დააფინანსებს. აღნიშნული ინფორმაცია არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა.

"ვაგრძელებთ წარმატებების ისტორიას, კიდევ უფრო განსაკუთრებული ელფერით. კვლავ 2.5% გაიყიდა. ამჯერად, მყიდველი ჩვენი ფანტასტიური კაცის, ყველას რომ გვაკლია, აი იმის - ნიკა რურუას ქალიშვილი, მარი ანა რურუაა. აშშ-ს მოქალაქე, სხვათა შორის გამყიდველს ისევ არაფერი, კომპანიას ისევ 250.000$“, - წერს ნიკა გვარამია“.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ “მთავარი არხის “ 2.5%-იანი წილი ნიკა რურუას ძმამ, გიორგი (ჟორიკა) რურუამ, ერთ-ერთი მეწილისგან, კახა ანჯაფარიძისგან 2 500 ლარად იყიდა. რურუა ერთი თვის განმავლობაში ახალ არხში 250 ათასი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.