მამუკა ვასაძე ბინძური მეთოდებით ბლოკავდა ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიებას - ცოტნე გამსახურდია
მამუკა ვასაძე ბინძური მეთოდებით ბლოკავდა ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიებას - ცოტნე გამსახურდია

A+ A-

16:04 27/09/2019

პრეზიდენტ ზვიად გამსახურდია მკვლელობის საქმის გამოძიებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი და გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე მამუკა ვასაძის ბლოკავდა. ამის შესახებ პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს.

“დღეს პარლამენტში უსმენენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, მამუკა ვასაძეს, რომელიც შოთაძის მოადგილე გახლდათ და სხვადასხვა ბინძური მეთოდებით ბლოკავდა ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიებას. ამაზე ბევრჯერ მისაუბრია აქამდე და ახლაც გავიმეორებ. იქამდე რომ ადეიშვილის ხელის ბიჭი სოიყო, ეგ კიდევ ცალკე თემაა“, - წერს გამსახურდია.

შეგახსენებთ, დღეს საკანონმდებლო ორგანოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, მამუკა ვასაძეს უსმენენ, რომელიც ამჟამად მთავარი პროკურორის პირველი მოადგილეა.