ნათია ლაზაშვილთან სტუმრობა 90 დოლარი ღირს
ნათია ლაზაშვილთან სტუმრობა 90 დოლარი ღირს

A+ A-

19:03 28/09/2019

“რუსთავი 2“-ის მთავარი საინფორმაციო გამოშვება „კურიერის“ წამყვანთან, ნათია ლაზაშვილთან სტუმრობა 90 დოლარი ღირს. “კურიერის“ წამყვანს ძველ თბილისში სამსართულიანი სასტუმრო აქვს, რომელიც 9 სტუმარზეა გათვლილი. ცნობილ ტელეწამყვანს სასტუმრო airbnb-ზე აქვს განთავსებული, სადაც აღწერილი აქვს სასტუმროს ინტერიერი. სურათებიდან ირკვევა, რომ ნათია ლაზაშვილს ბოჰემური სტილი მოსწონს.

კერძოდ, კონტრასტული ფერები, ბევრი ბუნებრივი ხე და ტერასები. სასტუმროს სამივე სართულზე, მთლიანობაში რამდენიმე საძინებელი სივრცეა. საიტიდან, ირკვევა, რომ ნათია ლაზაშვილი საკუთარი სასტუმროს ერთ ნომერს 90 დოლარად აქირავებს.