ნათია თოდუამ ახალი სიმღერა სამშობლოს მიუძღვნა (ვიდეო)
ნათია თოდუამ  ახალი სიმღერა სამშობლოს  მიუძღვნა (ვიდეო)

A+ A-

12:21 29/09/2019

სოციალურ ქსელში მომღერალმა ნათია თოდუამ თავის ახალი სიმღერა სახელწოდებით Georgia გამოაქვეყნა. როგორც ნათია აცხადებს, ეს  არის პირველი სიმღერა მისი ალბომიდან.

„Georgia არის პირველი სიმღერა ჩემი ალბომიდან Miss you.
უღრმესი მადლობა ყველას, ვინც დამეხმარა ამის შექმნაში.
ჩვენ ყველას გვაქვს სამშობლო და თითოეულმა უნდა წვლილი შევიტანოთ მისი მომავლისთვის.ეს არის ადგილი, რომელმაც ჩვენ გაგვზარდა და ერთმანეთს დაგვაკავშირა.მოდით ყველამ ერთად შევძლოთ მისი გაუმჯობესება, რათა ჩვენ მომავალ თაობას უკეთესი და უფრო ლამაზი სამშობლო ჩავაბაროთ. მადლობა თითოეულს, მე თქვენ ძალიან მიყვარხართ, - წერს ნათია თოდუა.

ცნობისთვის, ნათია თოდუა 2017 წელს The Voice of Germany 2017-ის გამარჯვებული გახდა. შემდეგ ის დასახელდა, როგორც გერმანიის ევროვიზიის ეროვნული კონკურსის, Unser Lied für Lissabon-ის ერთ-ერთი მონაწილე.