ატოცში ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი გარდაიცვალა
ატოცში ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი გარდაიცვალა

A+ A-

13:35 29/09/2019

ქარელის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ატოცში „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი, 44 წლის გიორგი დეკანოსიძე გარდაიცვალა. გიორგი დეკანოსიძე მოძრაობის სამ წევრთან ერთად ატოცში გუშინ დილით ჩავიდა და გამყოფი ხაზის პერიმეტრზე პატრულირებას ახდენდა, შემდგომ კი იმ საცხოვრებელ სახლში დარჩა, რომელიც ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებს ერთ-ერთმა ადგილობრივმა რამდენიმე თვის წინ დაუთმო.

გარდაცვლილის ცხედარი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს გორის განყოფილების პროზექტურაშია გადასვენებული. ცხედარს ამ წუთებში ექსპერტიზა უტარდება და სწორედ ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი დეკანოსიძის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი.

ექსპერტიზის ბიუროსთან იმყოფებიან გარდაცვლილის ოჯახის წევრები და „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ წევრები.