საქართველო რუსეთი არაა... ეს შეცდომა აღარ დაუშვათ! - ბორჯღალოსნების პროტესტი
საქართველო რუსეთი არაა... ეს შეცდომა აღარ დაუშვათ! - ბორჯღალოსნების პროტესტი

A+ A-

15:56 29/09/2019

საქართველოს და ურუგვაის მატჩის შემდეგ, რომელიც საქართველოს ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 33-7 დასრულდა, პრესკონფერენციაზე "ბორჯღალოსნების" კაპიტანმა ჯაბა ბრეგვაძემ და მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა თამაშის ორგანიზატორები გააკრიტიკეს.

თამაშის მიმდინარეობისას, ქართველების მიერ ლელოების დადების დროს მატჩის ორგანიზატორები ვალერი მელაძის სიმღერას - "Чего ты хочешь от меня?-ს რთავდნენ, რომელიც იაპონელებმა, სავარაუდოდ გვარის გამო, ქართველ შემსრულებლად მიიჩნიეს, ენობრივი სხვაობისთვის კი ყურადღება არ მიუქცევიათ.

“მინდა, მომენტი გამოვიყენო და თამაშის მომსახურე პერსონალს მეტი ყურადღებისკენ მოვუწოდო. მათ მატჩის დროს რუსული მელოდია ბევრჯერ ჩაგვირთეს და კარგი იქნება, თუკი ამ შეცდომას აღარ გაიმეორებენ” – აღნიშნა ბრეგვაძემ.

“თამაშისას გამოყენებული მუსიკა რუსული იყო. ამასთან დაკავშირებით, მკაფიოდ მინდა განვაცხადო, რომ რუსეთი საქართველო არაა და საქართველოც არაა რუსეთი. ჩვენ სხვადასხვა ენა, სხვადასხვა კულტურა და სხვა ყველაფერიც განსხვავებული გვაქვს. ამდენად, კარგი იქნება, თუკი მსოფლიო რაგბი ამ მხრივ მეტ ყურადღებას გამოიჩენს!” - დაამატა კაპიტნის სიტყვასსძინა ჰეიგმა.