მოსკოვში ოპოზიცია საპროტესტო აქციას მართავს
მოსკოვში ოპოზიცია საპროტესტო აქციას მართავს

A+ A-

17:21 29/09/2019
მოსკოვში სანქცირებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სახაროვის მოედანზე პუტინის ოპოზიცია შეიკრიბა. აქციას ალექსეი ნავალნიც ესწრება.
 
დემონსტრანტები ხელისუფლებისგან საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა და გასამართლებულთა გამოშვებას ითხოვენ.
 
მოსკოვში ივლისსა და აგვისტოში მიტინგებზე პოლიციამ დემონსტრანტები დააკავა, მათგან 6 უკვე გასამართლებულია და სასჯელს იხდის, კიდევ ექვს ახალგაზრდას შიდა პატიმრობა აქვს მისჯილი.