ნოდარ მელაძე და ნანუკა ჟორჟოლიანი "რუსთავი 2"-ს სასამართლოში უჩივიან
ნოდარ მელაძე და ნანუკა ჟორჟოლიანი "რუსთავი 2"-ს სასამართლოში უჩივიან

A+ A-

14:03 30/09/2019

"რუსთავი 2-ის" ყოფილი ჟურნალისტები, ნოდარ მელაძე და ნანუკა ჟორჟოლიანი არხს სასამართლოში უჩივიან. მათ უფლებებს საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო იცავს.

"ეს არის პირველი დავა, რომელსაც "რუსთავი 2"-დან გამოშვებული ადამიანები დავიწყებთ. დავისთვის ემზადება ყველა ის ჟურნალისტი, რომელიც წამოვიდა საკუთარი სურვილით და არხმა დაარღვია მათი ხელშეკრულებები", - განაცხადა მელაძემ.

მისი თქმით, სასამართლო დავას გეგმავენ "რუსთავი 2"-ის ყოფილი სახეებიც.

შეგახსენებთ, რომ "რუსთავის 2"-დან რამდენიმე თვის წინ გაათავისუფლეს ნოდარ მელაძე, გიორგი ლაფერაშვილი, გიორგი გაბუნია, ეკა კვესიტაძე და ნანუკა ჟორჟოლიანი.