ივანიშვილის დაცვის წევრებს მისი ფოტოსურათი მობილური ტელეფონის ეკრანებზე უყენიათ (ვიდეო)
ივანიშვილის დაცვის წევრებს მისი ფოტოსურათი მობილური ტელეფონის ეკრანებზე უყენიათ (ვიდეო)

A+ A-

14:27 30/09/2019

ივანიშვილის დაცვის წევრებს მისი ფოტოსურათი მობილური ტელეფონის ეკრანებზე უყენიათ.
აღნიშნულის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ტელეკომპანია “მთავარის“ ჟურნალისტს ივანიშვილის და სამეგრელო ზემო-სვანეთის პარტიული აქტივის შეკრებაზე სასტუმროს ტერიტორია იძულებით დაატოვებინეს.

ივანიშვილის დაცვის ერთ-ერთი წევრი გულმოდგინედ ცდილობდა “მთავარის“ კამერას არ დაეფიქსირებინა თუ როგორ ატოვებინებდნენ ტერიტორიას ტელეკომპანიის წარმომადგენლებს, რა დროსაც კამერის ობიექტივში დაცვის თანამშრომლის მობილური ტელეფონი მოხვდა, სადაც მთავარ ფოტოსურათად ბიძინა ივანიშვილი იყო გამოსახული.