მზად ვარ რუსთავის მე-5 საჯარო სკოლაში მივიდე - მთავარია პრობლემა გადავწყვიტოთ - ბატიაშვილი
მზად ვარ რუსთავის მე-5 საჯარო სკოლაში მივიდე - მთავარია პრობლემა გადავწყვიტოთ - ბატიაშვილი

A+ A-

15:13 30/09/2019

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, თუ საჭირო გახდება, ის მზად არის რუსთავის მე-5 საჯარო სკოლაში მივიდეს.

ამის შესახებ ბატიაშვილმა ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ მთავრობის რიგგარეშე სხდომის დამთავრების შემდეგ განუცხადა.

როგორც მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნა, სამინისტრო პრობლემის მოგვარებაში აქტიურად არის ჩართული.

შეგახსენებთ, რომ რუსთავის #5 საჯარო სკოლაში დილიდან ხმაური იყო. მოსწავლეების ნაწილი, პროტესტის ნიშნად გაკვეთილებზე შესვლაზე უარს აცხადებდა. მე-5 სკოლის მოსწავლეების მშობლები, იმ მეექვსეკლასელის დედას დაუპირისპირდნენ, რომელსაც მუსიკის მასწავლებელი ფიზიკურ შეურაცხყოფაში და ბულინგში ადანაშაულებს.

რუსთავის მე-5 საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებლის მტკიცებით, რამდენიმე დღის წინ მეექვსეკლასელმა ხელი ჰკრა და კიბეზე დააგორა. მასწავლებელი ტვინის შერყევის დიაგნოზით კლინიკა „რუსთავში“ მოათავსეს.