ვაკეში დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა - ექიმის განმარტება
ვაკეში დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა - ექიმის განმარტება

A+ A-

19:10 30/09/2019

თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე, მომხდარი სროლის შედეგად დაშავებული ორი მამაკაციდან ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, მას აღენიშნება მრავლობითი ჭრილობები, რომლებიც ბასრი საგნით აქვს მიყენებული, ამის შესახებ გადაუდებელი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირაკლი ფირცხალაიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მეორე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და კლინიკიდან, სავარაუდოდ, რამდენიმე საათში გაწერენ.

“ორი მამაკაცია შემოყვანილი. ერთს აღენიშნება მრავლობითი ჭრილობები. ზოგადი მდგომარეობა მძიმეა.
ამჟამად იმყოფება საოპერაციო ბლოკში. ჭრილობები ბასრი საგნით აქვს მიყენებული. ცივი იარაღით არის თუ არა, ვერ გეტყვით. ამას ექსპერტიზა დაადგენს. ჭრილობა აქვს მუცლის არეში, ქვედა კიდურზე და ზურგის არეში. კანქვეშა ჰემატომა აქვს, რომელიც ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული”, – განაცხადა ირაკლი ფირცხალაიშვილმა.