იტალიაში ბინების გაქურდვის ბრალდებით ორი ქართველი დააკავეს
იტალიაში ბინების გაქურდვის ბრალდებით ორი ქართველი დააკავეს

A+ A-

11:34 01/10/2019

იტალიაში ბინების გაქურდვის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

იტალიური მედიის ინფორმაციით, 1995 და 1997 წლებში დაბადებულმა ორმა ქართველმა ქალაქ ტრიესტეში 21-დან 26 ივლისამდე სხვადასხვა სახლი გაქურდეს, საიდანაც საერთო ჯამში 133 000 ევროს ღირებულების ნივთები მოიპარეს.

ერთ-ერთი ბრალდებული იტალიის პოლიციამ საზღვრის გადაკვეთისას რომის აეროპორტში, მეორე კი რომის ერთ-ერთ უბანში დააკავა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სახლების გაქურდვაში ბრალდებული მესამე პირი კვლავ იძებნება.