რომელ სიხშირეზე დაიწყო მაუწყებლობა “ფორმულამ“
რომელ სიხშირეზე დაიწყო მაუწყებლობა “ფორმულამ“

A+ A-

11:55 01/10/2019

დღეს ტელეკომპანია “ფორმულა“ მაუწყებლობა დაიწყო. არხი უკვე მზად არის ეთერში გასაშვებად და მაგთი ITPV-ის მომხმარებელი - ღილაკ 19 - ზე,

სტერეო პლიუსის მომხმარებელი - ღილაკ 10-ზე,

სარფი ტვ-ის მომხმარებელი - ღილაკ - 46-ზე,

ხოლო მარტ ტვ-ის მომხმარებელი - ღილაკ 26-ზე იპოვის.

აღსანიშნავია, რომ სილქნეტის მომხმარებელი “ფორმულას“ უახლოეს მომავალში იპოვიან. როგორც ტელევიზიაში აცხადებენ, სხვადასხვა პროვაიდერებთან მოლაპარაკება მიმდინარეობს. “აუცილებლად ვიქნებით სილქნეტზე, დღის განმავლობაში გაცნობებთ, როგორ მოგვძებნოთ“, - აცხადებენ “ფორმულაში“.

შეგახსენებთ, “2020NEWS” -ს საინფორმაციო სამსახურის უფროსმა გიორგი ლაფერაშვილმა განუცხადა, რომ  ახალი არხი „რუსთავი 2“-ს ძველი შენობიდან დაიწყებს მაუწყებლობას და ეთერში ტელეკომპანიის ყოფილ ჟურნალისტებთან ერთად, ახალი სახეებით გამოჩნდებიან. “არხი მაუწყებლობას ხვალიდან დაიწყებს, ხოლო საინფორმაციო გამოშვებით ეთერში 5 ოქტომბრიდან შევალთ.

არხზე იქნებიან როგორც „რუსთავი 2“-ს ძველი ჟურნალისტები ისე, ახალი სახეები. საინფორმაციო გამოშვებას წაიყვანს ელისო ჯარიაშვილი ხოლო იმ ჟურნალისტებს შორის ვინც ახალი არხის პოლიტიკას განსაზღვრავენ იქნება: დავით ქაშიაშვილი, სოფო ზურაბიანი, ქეთი ხიდეშელი და ა.შ. გვექნება ყოველდღიური პოლიტიკური თოქ-შოუ, ხოლო ორშაბათიდან ანუ 7 ოქტომბრიდან ეთერში გავა დილის გადაცემა „დილა მშვიდობისა“ , რომელსაც ეკა სამხარაძე გაუძღვება. ჩვენთან იმუშავებენ ნიკა ტაბატაძე და დიმა ობოლაძე. ნიკა ტაბატაძე სპორტული კორესპოდენტია, ხოლო დიმა ობოლაძე გრაფიკოსი“, - განუცხადა “2020NEWS” ლაფერაშვილმა.

არხზე 25 ოქტომბრიდან გამოჩნდება ყველასათვის საყვარელი სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“, რომელიც ყოველ პარასკევს, შაბათს და კვირას გავა ეთერში.