ვლადიმირ ვაისმა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
ვლადიმირ ვაისმა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

A+ A-

14:56 01/10/2019

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე შეხვედრას თბილისში გამართავს.

12 ოქტომბერს, დინამო არენაზე, ჩვენი გუნდი ირლანდიას დაუპირისპირდება, ხოლო 15 ოქტომბერს გიბრალტარს ესტუმრება. საქართველოს ნაკრები მატჩებისთვის საწვრთნელ შეკრებას დედაქალაქში 7 ოქტომბერს იწყებს.

უახლოესი ორი შეხვედრისთვის, ვლადიმირ ვაისმა 24 ფეხბურთელი გამოიძახა.

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), საბა კვირკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი, რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი, მურთაზ დაუშვილი (ორივე ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი) უახლოესი ორი მატჩისთვის ცნობილია კიდევ რვა ფეხბურთელის ვინაობა, რომლებსაც ვლადიმირ ვაისი ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს: ლევან გეგეჭკორი, გიორგი ნავალოვსკი, ჯაბა ჯიღაური (დინამო ბათუმი), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ლუკა ზარანდია (ზულტე-ვარეგემი, ბელგია), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ბუდუ ზივზივაძე (მეზოკოვეშდი, უნგრეთი), ლევან კუტალია (დინამო თბილისი)