შემომთავაზეს ადგილი მინდორში, სადაც არც გაზია და არც წყალი - რაზმაძეების ოჯახს კოტეჯის დასადგმელი ადგილი კვლავ არ აქვთ
შემომთავაზეს ადგილი მინდორში, სადაც არც გაზია და არც წყალი -  რაზმაძეების ოჯახს კოტეჯის დასადგმელი ადგილი კვლავ არ აქვთ

A+ A-

15:37 01/10/2019

რაზმაძეების ოჯახი აცხადებს, რომ არ აქვთ ადგილი შერჩეული, სადაც „ლელოს“ მიერ ნაჩუქარ სახლს ჩადგამენ.

როგორც ლევან რაზმაძემ განაცხადა, ადგილი, სადაც სახლის განთავსებას სთავაზობს მერია, საცხოვრებლად ცუდი ადგილია.

„დამირეკეს და ვუთხარი, თუ ნახვა გნებავთ, შემხვდით, პრობლემა არ არის. მკითხეს ადგილი ხომ არ ნახეთ, სახლი რომ ჩაგიდგათო, ვუთხარი, ფიზიკურად ვერ ვნახე ადგილი. აუცილებლად გუგუტიანთკარში თუ უნდა ყოფილიყო, ეგეთი პირობა არ ყოფილა. პირველ რიგში დიდ მადლობას ვუხდი. ადამიანი რომ სახლს გჩუქნის, არანორმალური უნდა იყო, უარი თქვა, პირიქით, მადლობის მეტი რა გვეთქმის, მაგრამ ამ წუთში მართლა არ არის ისეთი ადგილი, რომ დავდგა და ვიცხოვრო. სხვის სახლში ვერ შევიჭრები. თუ მჩუქნის, მადლობელი ვარ, თუ აუცილებელია არის, რომ მე ეს კოტეჯი ამ წუთში გადმომცენ და საჩქაროა, ადგილი მაქვს დავცლი, მოვნახავ იმ ადგილს, დღეს და ხვალ ფიზიკურად ვერ მოვახერხებ. მერიამ მითხრა, ჩვენ გინახავთ ადგილს, მაგრამ მაჩვენეს ადგილი სოფელ გუგუტიანთკარში, ეს ადგილი არ მომწონს. მერია რასაც მთავაზობდა, უბრალოდ საცხოვრებლად ცუდი ადგილია, პოსტთან ახლოს არის. ცოტა ნორმალურ ადგილზე მინდა. მე არ ვამბობს, რომ სახლი არ მინდა, ვნახავ ადგილს ისეთს, რომ მივიდე და ვიცხოვრო, ფიზიკურად არ არის ისეთი ადგილი, არის მინდორში, სადაც არც გაზია არც წყალია“, – განაცხადა ლევან რაზმაძემ.