ლამაზი, სექსუალური, ქარიზმატული - სასწორის 10 თვისება, რომელიც მათ უკეთ გაცნობაში დაგეხმარებათ
ლამაზი, სექსუალური, ქარიზმატული - სასწორის 10 თვისება, რომელიც მათ უკეთ გაცნობაში დაგეხმარებათ

A+ A-

15:29 01/10/2019

სასწორის ნიშნის ქვეშ დაიბადე? მაშინ ეს სტატია დაგეხმარება, შენი ხასიათის გაგებაში. სასწორს გამუდმებით ეცვლება შეხედულება ყველაფრის მიმართ, ეს არცაა გასაკვირი, სასწორის პინი ყოველთვის თამაშობს, სასწორი  ეძებს პარტნიორს, რომელიც ოჯახში იდეალურთან მიახლოვებული იქნება. იგი ყველაში ეძებს იმ ერთს, მაგრამ საკმარისია მის ობიექტს არ აღმოაჩნდეს ინტელექტი, ან შეამჩნიოს, რომ საზოგადოებაში მიუღებელი ქცევები აქვს, მას მომენტალურად უქრება წარმოდგენა.


სასწორი მიმზიდველი, ლამაზი, სექსუალური და ქარიზმატულია. მათი გემოვნება დახვეწილი და გლამულურია. ყოველთვის ცდილობენ,  სადად მაგრამ თვალისმომჭრელად გამოიყურებოდნენ. როგორ უნდა მოაწონო თავი სასწორს? უთხარი, რომ გიყვარს, მოეფერე, არ დაარღვიო მისი სიმშვიდე, არ მოატყუო და ბევრი ესაუბრე ადამიანურ გრძნობებზე, შედეგად  ის სამუდამოდ შენი გახდება.

ნახეთ,  როგორ ახასიათებენ სასწორები თავიანთ თავს.   ამ  თვისებების ცოდნა მათთან ურთიერთობას გაგიადვილებთ. 

1. პარტნიორების გარეშე თავს უხელებოდ ვგრძნობ.

2. ყველაზე დიდი საშინელება კამათია, თუმცა უნდა გამოვტყდე, რომ მიზიდავს.

3. მხოლოდ სულელები არიან პრინციპულები.

4. მშვენიერება გადაარჩენს სამყაროს.

5. ყველაფერი განწყობის მიხედვით უნდა აკეთო.

6.ყველაზე რთული, არჩევანის გაკეთებაა.

7.ყოველთვის აუცილებელი არ არის წერტილის დასმა.

8.თუ შეთანხმებას მიაღწიე, ე. ი. გაიმარჯვე.

9.ნებისმიერს, ნებისმიერ საქმეში ჩავრთავ.

10. თავადაც არ ვიცი – "წითელის" მხარეს ვარ, თუ "თეთრის".