2 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
2 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

A+ A-

23:58 01/10/2019

ვერძი - მოერიდეთ გარშემო მყოფებთან კონფლიქტს. მეგობრებისა და ნათესავების გამო სანერვიულო მოგემატებათ. გამონახეთ დრო სწავლისთვის, ახლის შესასწავლად.

კურო - მოერიდეთ ნაჩქარევი დასკვნების გამოტანას. ნუ გააფორმებთ ხელშეკრულებებს, სანამ ბოლომდე არ გაერკვევით თქვენს ვალდებულებებში. გარშემო მყოფების ქცევა შეიძლება მკაცრად მოგეჩვენოთ, მაგრამ ისინი ბევრსაც გასწავლიან.

ტყუპი - სოციალურად აქტიური ხართ და ხანდახან საერთოდ არ გადარდებთ მეგობრების მოსაზრებები. დაეხმარეთ ოჯახის წევრებს საოჯახო საქმეების მოგვარებაში. საღამოს განმარტოება და სიმშვიდე მოგინდებათ.

კირჩხიბი - გარშემო მყოფები საქმეების მოგვარებაში დაგეხმარებიან და საწადელს მარტივად მიაღწევთ. გალღვება ყინული თქვენსა და საქმიან პარტნიორებს შორის და ურთიერთობა მეტად თბილი და ხანგრძლივი იქნება.

ლომი - საინტერესო საქმეებში იქნებით ჩართული. გაგიუმჯობესდებათ რომანტიკული ურთიერთობა, მაგრამ სამსახურში მაინც ცივსისხლიანობა უნდა შეინარჩუნოთ. მოერიდეთ სპონტანურ საყიდლებს.

ქალწული - პარტნიორებთან ერთდ განიხილეთ საქმიანი შემოთავაზებები, ახალი იდეები. გარშემო მყოფებს შეიძლება არაორდინარული და კრეატიული იდეები მოუწონოთ.

სასწორი - გათავისუფლდით ყველა იმ ტვირთისგან, რაც განვითარებაში გიშლით ხელს. როცა ურთიერთობებსაც დაალაგებთ და საქმეებსაც, მიხვდებით, რომ შვებით ამოისუნთქეთ.

მორიელი - გააუმჯობესეთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან, იმ ადამიანებთან, ვისთანაც მომავალში მუშაობა მოგიწევთ. შეიძლება გარშემო მყოფების საიდუმლოებები ამოხსნათ.

მშვილდოსანი - ახალი საქმეების დაწყების, მოგზაურობის დაგეგმვის, კოლეგებთან ახალი იდეების განხილვის დღეა. ზოგიერთს სამსახურში ელის ცვლილებები. საინტერესო პერსპექტივები გელით.

თხის რქა - კარგად გაიაზრეთ ის საკითხები, რომლებიც დღეს უნდა განიხილოთ და მოაგვაროთ. ნუ ჩაიციკლებით წვრილმანებზე, გლობალურად იმოქმედეთ. შეიძლება დღეს გვიანობამდე მოგიწიოთ სამსახურში გაჩერება.

მერწყული - დღეს ლიდერი ხართ და კარგად უნდა შეძლოთ ხალხის მართვა. იყავით დაკვირვებული და მოთოკეთ ემოციები. დახმარებისთვის გამოცდილ კოლეგებსა და პარტნიორებს მიმართეთ.

თევზები - ოპტიმიზმით აღიჭურვეთ და დაკვირვებულად მოაგვარეთ დღევანდელი ვალდებულებები. ხანდახან ინტუიციასაც დაუგდეთ ყური. საღამო მეგობრებთან, თანამოაზრეებთან ერთად გაატარეთ.