უკრაინაში სპეცოპერაციის დროს საქართველოს მოქალაქე მოკლეს
უკრაინაში სპეცოპერაციის დროს საქართველოს მოქალაქე მოკლეს

A+ A-

15:00 02/10/2019

 უკრაინაში სპეცოპერაციის დროს საქართველოს მოქალაქე მოკლეს. როგორც უკრაინული მედია წერს, საქართველოს მოქალაქემ 10 დღის წინ ორ უკრაინელ სპეცრაზმელს ესროლა და დაჭრა.

დღეს კი, სამართალდამცველები იმ სახლთან მივიდნენ, სადაც საქართველოს მოქალაქე იმალებოდა და დანებება მოსთხოვეს. საპასუხოდ მან ცეცხლი გახსნა.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება დაიწყო. გამომძიებლები სამართალდამცავების მხრიდან იარაღის გამოყენების კანონიერებას შეისწავლიან.

როგორც უკრაინის ეროვნულ პოლიციაში აცხადებენ, მოკლულის ვინაობა მათთვის ცნობილია და მას სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულისთვის 22 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

მას ბრალად კრიმინალური ბანდის შექმნაში, ადამიანების გატაცებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ფლობაში ადანაშაულებენ.