ნათია ლაზაშვილის მეუღლემ პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით მიმართა
ნათია ლაზაშვილის მეუღლემ პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით მიმართა

A+ A-

21:40 03/10/2019

„რუსთავი 2“-ის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანის, ნათია ლაზაშვილის მეუღლემ, გიორგი ფრუიძემ, რომელიც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრია, პარლამენტს უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნით მიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ On.ge ავრცელებს. 

მაუწყებლობის შესახებ კანონის მიხედვით, კომისიის წევრს ინტერესთა კონფლიქტი აქვს, თუ მისი ოჯახის წევრი ანაზღაურებად საქმიანობას ასრულებს იმ პირისთვის, რომელიც კომუნიკაციების კომისიის რეგულირების სფეროში შედის. 

ფრუიძეს ინტერესთა კონფლიქტი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ნათია ლაზაშვილი ცხრასაათიანი „კურიერის“ წამყვანი გახდა.