27 წლის წინ, ეს ბიჭი თავგადასავლებით სავსე ცხოვრებას დამპირდა და შეასრულა - მიშელ ობამა
27 წლის წინ, ეს ბიჭი თავგადასავლებით სავსე ცხოვრებას დამპირდა და შეასრულა - მიშელ ობამა

A+ A-

14:08 04/10/2019

 

მიშელ და ბარაკ ობამებს ქორწინებიდან 27 წელი შეუსრულდათ. თარიღთან დაკავშირებით, მათ სოციალურ ქსელში ემოციური ფოტოები და პოსტები გამოაქვეყნეს.

ბარაკ ობამამ ეს რომანტიკული ფოტო დაპოსტა წარწერით: „როგორც ბიტლზებმა თქვეს, უფრო და უფრო უკეთესი ხდება. მადლობა საყვარელო 27 საოცარი წლისთვის“.

მიშელ ობამამ კი სანაპიროსთან ახლოს, აივანზე გადაღებული საერთო სურათი გამოაქყვენა წარწერით: 27 წლის წინ, ეს ბიჭი თავგადასავლებით სავსე ცხოვრებას დამპირდა. შემიძლია ვთქვა, რომ შეასრულა.

ესეც შემდეგი თავი მოვრჩით და აღმოვაჩინოთ რა არის შემდეგ – სანამ ისევ ვგრძნობთ სასწაულის ძალას, რომელმაც ეს წლები ერთად გაგვატარებინა“.

ობამებს ორი შვილი ჰყავთ – მალია, ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტი და საშა, რომელმაც კოლეჯში სწავლა ახლახანს დაიწყო.

მიშელ ობამას მისი საოცარი სიყვარულის შესახებ დაწერილი აქვს წიგნი „ხდება“ რომელიც ბესტსელერი გახდა. მიშელი ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს ჩიკაგოში, იურიდიულ ფირმაში შეხვდა. ბარაკ ობამა მისი მენტორი იყო. ამ დროს როგორც მიშელი ამბობს, კარიერის შექმნაზე ფიქრობდა და სერიოზული ურთიერთობები არ აინტერესებდა, “თუმცა შემდეგ შემოვიდა ბარაკი, ის ზუსტად ისე დადიოდა როგორც ახლა…” ამბობს მიშელ ობამა, ერთ-ერთ ინტერვიუში.