სასწრაფოებისა და სოფლის ექიმის ინსტიტუტი ერთიანება - გიორგი კაკაურიძე
სასწრაფოებისა და სოფლის ექიმის ინსტიტუტი ერთიანება - გიორგი კაკაურიძე

A+ A-

16:43 04/10/2019

2020 წელს სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სოფლის ექიმის ინსტიტუტი გაერთიანდება, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ჯანდაცვის სამინისტროში სისტემის გაუმჯობესება.

„სისტემის გაუმჯობესების მიზნით, ხდება სასწრაფოებისა და სოფლის ექიმის ინსტიტუტის გაერთიანება. მათ შორის თბილისის სასწრაფო, ბათუმის სასწრაფო ერთი მენეჯმენტის ქვეშ მოექცევა, რაც ჯამში სახელმწიფო ბიუჯეტში დამატებითი სახსრების მობილიზებას იწვევს. გარდა ამისა, როგორც სასწრაფო ბრიგადების, ასევე პერსონალის, ასევე სოფლის ექიმებისა და ექთნების ნაწილში ხდება მომდევნო წლის შუა პერიოდიდან დამატებით 100-ლარიანი ზრდა ყოველთვიური ანაზღაურების, რაზეც დაახლოებით 5 მლნ, ხოლო ჯამში სასწრაფოების გაერთიანების ნაწილში დამატებით დაახლოებით 40 მლნ ლარამდე იქნა გამოყოფილი“, – განაცხადა კაკაურიძემ.