“შინდისი“ ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ კონკურსშია
“შინდისი“ ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ კონკურსშია

A+ A-

15:51 05/10/2019

დიმიტრი ცინცაძის ფილმი „შინდისი“ ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ კონკურსშია.

ფილმის ევროპული პრემიერა ვარშავაში 11 ოქტომბერს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ფესტივალის სექციაში „აღმოჩენები“ აჩვენებენ, კიდევ ერთი ქართველი რეჟისორის – ლევან აკინის ფილმს „და ჩვენ ვიცეკვეთ“.