ბასილაშვილმა შანხაის მასტერსზე პირველი შეხვედრა მოიგო
ბასილაშვილმა შანხაის მასტერსზე პირველი შეხვედრა მოიგო

A+ A-

11:37 06/10/2019

ნიკოლოზ ბასილაშვილმა შანხაის მასტერსი მოგებით დაიწყო. ქართველმა ჩოგბურთელმა მოლდოველი რადუ ალბოტი დაამარცხა. 

ბასილაშვილმა პირველ სეტში წააგო, თუმცა საბოოლოოდ სამ სეტში მეტოქე ანგარიშით 4:6, 6:1, 6:3 დაამარცხა. შეხვედრა ორ საათსა და 12 წუთს გაგრძელდა.

შეჯიბრის მეორე წრეში ქართველი სპორტსმენი ფრანგ ბენუა პერს ან კვალიფიკაციის ერთ-ერთ მოგებულს შეხვდება.