თურქეთი სირიის საზღვართან სამხედრო ძალების მობილიზაციას ახდენს
თურქეთი სირიის საზღვართან სამხედრო ძალების მობილიზაციას ახდენს

A+ A-

14:23 06/10/2019

თურქეთი სირიის საზღვართან სამხედრო ძალების მობილიზაციას ახდენს. თურქული მედიის ინფორმაციით, ეს შესაძლოა, დაკავშირებული იყოს ახალ სამხედრო ოპერაციასთან, რომლის დაწყება თურქეთის პრეზიდენტმა დააანონსა.

როგორც ერდოღანმა განაცხადა,  ოპერაციის მიზანი მდინარე ევფრატის აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიებიდან სირიელი ქურთი მებრძოლების განდევნა და უსაფრთხოების ზონის მოწყობაა.

ასევე, თურქული მედიის ცნობით, სირიის საზღვართან სამხედროები და ტექნიკა უკვე გაემგზავრა.

თუ სამხედროები სირიის საზღვარს გადაკვეთენ, ეს რიგით მესამე სამხედრო ოპერაცია იქნება, რომლსაც ანკარა სირიის ტერიტორიაზე ჩაატარებს. სირიაში თურქეთის ნაბიჯებს საერთაშორისო სამართლის დარღვევა უწოდეს.

სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ თურქმა სამხედროებმა  დაყონებლივ უნდა დატოვონ სირიის ტერიტორია.