აჭარის ტელევიზიასთან აქცია გაიმართა
აჭარის ტელევიზიასთან აქცია გაიმართა

A+ A-

18:25 06/10/2019

ბათუმში აჭარის ტელევიზიასთან აქცია გაიმართა. კამპანია "სირცხვილიას" აქტივისტები ტელევიზიის ჟურნალისტების მხარდასაჭერად შეიკრიბნენ. 

მათი განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის საფრთხე არსებობს. 

აქციის მონაწილეების თქმით, დირექტორი მოქმედმა ბორდმა უნდა აირჩიოს და ის დამოუკიდებელი უნდა იყოს.