“ბილაინის“ 9 მილიონამდე მომხმარებლის პირადი მონაცემები გასაჯაროვდა
“ბილაინის“ 9 მილიონამდე მომხმარებლის პირადი მონაცემები გასაჯაროვდა

A+ A-

10:25 07/10/2019

„ბილაინის“ 9 მილიონამდე მომხმარებლის პირადი მონაცემები გასაჯაროვდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული გამოცემა Коммерсант-ი ავრცელებს.

მონაცემთა ბაზის ბმული გამოცემის ჟურნალისტებს საკუთარმა წყარომ გაუზიარა. ბაზაში ინახება ინფორმაცია „ბილაინის“ 8,7 მილიონი მომხმარებლის შესახებ.

კერძოდ, მითითებულია კლიენტების სახელები, გვარები, მობილური და სტაციონარული ტელეფონები. მონაცემთა ბაზა 2016 წლით არის დათარიღებული და როგორც მოქმედი, ასევე ყოფილი კლიენტების შესახებ ინფორმაციას მოიცავს.

„კომერსანტის“ ჟურნალისტებმა, რომლებიც „ბილაინის“ კლიენტები არიან, ბაზაში საკუთარი პირადი მონაცემებიც აღმოაჩინეს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ბოროტმოქმედებმა მონაცემთა ბაზა 2 წლის წინ მოიპარეს. ყველა დამნაშავე გამოვლენილია და სასჯელს იხდის.